ნინო ჩაკვეტაძე

ბიოგრაფია
ნინო ჩაკვეტაძე დაიბადა 1971 წელს თბილისში. 1986-1990 წლებში სწავლობდა სამხატვრო ინსტიტუტში, ხოლო 1990-1996 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. 1997 წლიდან — საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
მისი ნამუშევრების ფენომენი, სავარაუდოდ, იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ჩვენში ავლენენ იმას, რაც ყოველთვის იყო. ზოგჯერ ისინი არც არიან სულის შემძვრელი, სულიერი გაგებით აუტანელიც კი არიან, რადგან ხელოვანის მიერ აღებული ასეთი მაღალი ნოტების ატანა თითქმის შეუძლებელია. ჩაკვეტაძის ნამუშევრებისგან გული იკუმშება და ამის მიიღწევა კატარსისი.
ნამუშევრები