ლევან ურუშაძე

ბიოგრაფია
ლევან ურუშაძე დაიბადა 1960 წელს ქალაქ ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში. მის შემოქმედებას განსაკუთრებით აფასებენ ევროპაში, მხატვრის ნამუშევრები წარმოდგენილია მსოფლიოს კერძო კოლექციებში. მისი დიდი გულშემატკივრები არიან — პორტუგალიის ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში პაულო პინეირო, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, განთქმული ამერიკელი არტ-დილერი სან-ფრანცისკოდან, ცნობილი წიგნი The Art of Buying Art-ის ავტორი ალან ბამბერგერი და სხვები.

გამოფენების არასრული სია:
1990 თბილისი, საქართველო;
2005 «Imaginary Landscapes», Jadite Galleries, ნიუ-იორკი, აშშ;
2006 «Viridian Artists» Gallery, ნიუ-იორკი, აშშ;
2008 მოსკოვი, რუსეთი;
2012 Art fair Monaco, მონტე-კარლო, მონაკო;
2011 13th Zurich International Art fair, ციურიხი, შვეიცარია;
2011 8th Art fair Berlin, ბერლინი, გერმანია.
2021 გალერეა ნიკო, მოსკოვი, რუსეთი
ნამუშევრები